რუსო ხალხო, მინდა მოგმართოთ თქვენ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ჩვენ 1986 წელს ხომ ერთად ვებრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცხელი გრაფიტი. მსხვერპლები. უნდა გახსოვდეთ ნათება დანგრეულ ენერგობლოკზე. უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30-კილომეტრიანი ზონიდან. როგორ შეიძლება ამის დავიწყება? და თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ არ უნდა იყოთ ჩუმად. უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გახვიდეთ ქუჩაში და ილაპარაკოთ, რომ გსურთ სიცოცხლე. გსურთ სიცოცხლე დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის სადაა რუსეთი, რადიაციამ არ იცის სადაა თქვენი ქვეყნის საზღვრები.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი რუსებს: რადიაციამ არ იცის, სადაა რუსეთი, არ იცის, სადაა საზღვრები
tbl.ge/5w85
დაკოპირდა

მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოსახლეობას. რამდენიმე საათით ადრე, რუსულმა ტანკებმა დააზიანეს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური და ხანძრის გაჩენა გამოიწვიეს. ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა სადგური ოკუპანტებმა დაიკავეს.
ამავე თემაზე
- აშშ-ს სენატორებმა წარადგინეს აქტი, რათა კიევმა რუსული აქტივებით შეიარაღების ყიდვა შეძლოს
- ზელენსკიმ ლუკაშენკოს გამმეორებლების გასათიშად 1 კვირა მისცა: "თუ არა, ამას ჩვენ ვიზამთ"
- პესკოვი: ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტიანად იმუშავეს
- მაკრონი: თავიდან ტრამპს ეგონა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა, ახლა მათ სიმტკიცეს პატივს სცემს
- ფედოროვის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის $4 მილიარდის გამოყოფის პირობა დადეს




