რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს

უკრაინაში, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსასდგურში ხანძარი უვნებელყოფილია. არ არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. 

ხანძარი, რუსი ოკუპანტების საარტილერიო იერიშის შედეგად, ელექტროსადგურის სასწავლო-მოსამზადებელ კორპუსში გაჩნდა, რის შემდეგაც ადგილზე უკრაინელი მეხანძრეები გაგზავნეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულმა ტანკებმა იცოდნენ, თუ რა მიმართულებით ისროდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები