რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში სკოლის მოსწავლეებს უკრაინაში სპეცოპერაციის აუცილებლობაზე გაკვეთილი ჩაუტარდებათ

Getty Images

რუსეთის განათლების სამინისტროს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მოსწავლეები მოუსმენენ ვირტუალურ გაკვეთილს - "რატომ არის უკრაინის განმათავისუფლებელი მისია აუცილებელი". 

გაკვეთილი მოსკოვის დროით 12 საათზე დაიწყება. 

მოსწავლეები შეისწავლიან "რატომ არის NATO საფრთხის შემცველი" და "რატომ უჭერს მხარს რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას". 

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მოსწავლეები შეისწავლიან, თუ "ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებისა და ვიდეოების უზარმაზარ ნაკადში, როგორ განვასხვავოთ სიმართლე ცრუ ინფორმაცისგან". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები