საქართველო-უკრაინა

კობახიძე მოხალისეებზე: ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, მაგრამ არ ჩაერთნენ სამხედრო კონფლიქტში

თუ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება...

მოხალისე არ არის სამხედრო ძალა? ზელენსკიმ მაგალითად სთხოვა დასავლეთს, ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში და გვახსოვს არაერთი საყვედური, მაგრამ არ ჩაერთო ჰო, დასავლეთი სამხედრო კონფლიქტში?

ქართული ოცნების თავმჯდომარე კითხვაზე, რატომ გააუქმა მთავრობამ ჩარტერული რეისი, რომელსაც ქართველი მოხალისეები პოლონეთის გავლით უკრაინაში უნდა წაეყვანა. დღეს, პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებისთვის ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ამორალური პოზიციაა.

კომენტარები