უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა ისევ არსებობს, თუმცა, ამის მოსაგვარებლად, დიალოგი საუკეთესო საშუალებაა. პოდოლიაკმა ამის შესახებ TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა.
"მხოლოდ დიალოგს შეუძლია გვაპოვნინოს გამოსავალი ნებისმიერი პრობლემიდან. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი უნგრეთში სადაც ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვხედვათ, როგორ, შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდეთ კარგ დიალოგზე უნგრეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ გვესმის რა რელობაა სსაქრათველოში. არსებობს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული და ეს ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა აღდგეს. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა. არსებობს ორივე ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და სწორედ აქ შეიძლება ვიპოვოთ ფორმატი დიაკუსისთვის. ეს სასარგებლო იქნება როგორც საქრათველოსთვის. ასევე უკრაინისითვის.
დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენა ეს არის შესაძლებლობა განხილული იყოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და ასევე ჰუმანიტარული საკითხები. არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, მე ვსაუბრობ ბატონ სააკაშვილზე. ყველა თემა უნდა განვიხილოთ ფრთხილად. არსებობდა საინფორმაციოდ დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან. მე მესმის ამის მიზეზი. მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ პატივისცემით. ჩვენ გავქვს ინტერესი ჩვენ პარნიტორებთან გავაღრმავოთ პარტნიორული ურთიერთობები, ლოჯისტიკური და თემატური საკითხები უკვე დამატებითი განხილვის საგანია" - ქვა მიხაილო პოდოლიაკმა TV პირველთან ინტერვიუში [TV პირველის თარგმანი].
ცნობისთვის, 4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ივანიშვილის პრემიერს ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ. კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა. ასევე, 6 მაისს ბოჭორიშვილსა სა სიბიჰას შორის სატელეფონო ზარი გაიმართა.




