რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სილქნეტი: რამდენიმე არხი ტექნიკური მიზეზით გაითიშა, მიმდინარეობის აღდგენითი სამუშაოები

TASS

სატელეკომუნიკაციო ქსელ სილქნეტის ინფორმაციით, რამდენიმე არხი ტექნიკური მიზეზით გაითიშა და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია ამ შეტყობინებას მომხმარებლებს უგზავნის.

27 თებერვლის გვიან ღამიდან სილქნეტის ქსელში რუსული პროპაგანდისტული არხები, ORT (первый канал россии) და RTR (Россия-РТР) გათიშული იყო. მოქალაქეების ნაწილის აზრით, კომპანიამ რუსული სამთავრობო არხები უკრაინაში ომისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე გათიშა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებში ასევე იბლოკება რუსული სამთავრობო მედიები, Russia Today და Sputnik-ი.

კომენტარები