რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სილქნეტზე რუსული პროპაგანდისტული არხები, ORT და RTR გაითიშა

TASS

სატელეკომუნიკაციო ქსელ სილქნეტზე რუსული პროპაგანდისტული არხები, ORT (первый канал россии) და RTR (Россия-РТР) გათიშულია. ამჟამად არხები სატელევიზიო ბადეში იძებნება, თუმცა წერია, რომ ისინი გათიშულია.

განახლება: სილქნეტის ინფორმაციით, ქსელში რამდენიმე არხი ტექნიკური ხარვეზის მიზეზით გაითიშა და მათი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებში ასევე იბლოკება რუსული სამთავრობო მედიები, Russia Today და Sputnik-ი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები