რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: აშშ უკრაინას უსაფრთხოების დამატებით დახმარებას გაუწევს

Alex Wong/Getty Images

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, აშშ აპირებს, უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით დახმარება გაუწიოს, თუმცა რა ფორმით, ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართული, რათა მათ თავდაცვისთვის მივაწოდოთ როგორც ლეტალური, ასევე არალეტალური დახმარება". - ამბობს ჯონ კირბი. 

უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების გამო, ჯონ კირბიმ უკრაინის დახმარების პაკეტის დეტალების შესახებ არ ისაუბრა.

"ვერ დავაკონკრეტებ დახმარების თითოეულ პაკეტს, თითოეული ტვირთს, რადგან ვფიქრობ, თქვენ გესმით, რომ უკრაინას უწევს გაუმკლავდეს მათ ქვეყანაში უაზრო შეჭრაში. ამიტომ, საჯაროდ არ გვსურს, გამოაქვეყნოთ ყველაფერი, რასაც ისინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებენ". - თქვა კირბმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები