რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გონჩარენკო: ფრანგმა კოლეგამ მომწერა – ეკონომიკის მინისტრი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის მომხრეა

უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს ცნობით, მას ფრანგმა კოლეგამ უთხრა, რომ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი თანხაა, რუსეთი გათიშოს SWIFT-დან. 

"საფრანგეთი თანახმაა.

სულ ახლახანს მომწერა ფრანგმა დეპუტატმა იმის შესახებ, რომ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი თანახმაა, რუსეთი გათისოს SWIFT-დან". – წერს ალექსი გონჩარენკო. 

დღესვე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაწერა, რომ ის ესაუბრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუიჯი დი მაიოს, რომელმაც ის დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას მხარს დაუჭერს. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, ბრიტანეთს რუსეთის SWIFT-დან გაგდება სურს და აგრძელებს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

უკრაინა საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან რუსეთის გაგდებას ითხოვს, რასაც ვლადიმირ პუტინი ეწინააღმდეგება და პარტნიორებს მოუწოდებს, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირონ. 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთისათვის დაკისრებული ახალი სანქციები წარადგინა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ჯერჯერობით ქვეყანას SWIFT-დან არ რიცხავენ, ვინაიდან აღნიშნულ სანქციებს მსგავსი შედეგები ექნებათ და ამავდროულად, SWIFT-დან გარიცხვა ყოველთვის რჩება შესაძლო ვარიანტად.

"თუმცა ეს არ არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ევროპას ამჟამად სურს". – თქვა ჯო ბაიდენმა. 

კომენტარები