რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: იტალია რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვას მხარს დაუჭერს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ ესაუბრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუიჯი დი მაიოს, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას მხარს დაუჭერს. 

"ვესაუბრე იტალიელ კოლეგას, ლუიჯი დი მაიოს. [გამოხატა] უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა. ჩემმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვას", – წერს კულება.

კომენტარები