რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის დაცვა გაარღვიეს

ჯავშანტექნიკა ხერსონთან, 2022 წლის 24 თებერვალი
Reuters

უკრაინული მედია УНИАН-ის სოციალურ ქსელ ტელეგრის არხზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ, მძიმე შეტაკებების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ხერსონის მახლობლად მყოფი დაცვა გაარღვიეს და ანტონოვსკის ხიდი დაიკავეს. 

როგორც მედია იუწყება, ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი ნახეს.

ხერსონის საოლქო ადმინისტრაცია მაცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

ხერსონი ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით, პერეკოპის ყელის მახლობლად იმყოფება.

ხერსონის მდებარეობა და რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმის მიმართულებები ყირიმიდან

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები