რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტი: სპორტის პოლიტიზირება არ არის კარგი – გავიმარჯვოთ, დავამთავროთ

"თვითონ თემის და ამ სპორტის პოლიტიზირება არ არის კარგი". - ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთთან მატჩის უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსი ევროპის რაგბის კავშირის მიმართვის გამო წაშალა.

"ერთი თხოვნა მაქვს, ადამიანური, ისედაც მძიმე ფონია, გვესმის, რომ უკრაინაში მძიმე ფონია, ათას განცხადებებს აკეთებენ, არეულობა... თამაშს ვუბალელშიკოთ, გავიმარჯვოთ, დავამთავროთ". - ამბობს იოსებ ტყემალაძე მთავარ არხთან სატელეფონო ინტევიუში.  

საქართველოს რაგბის კავშრმა უკრაინის მხარდასაჭერად საქართველო-რუსეთის მატჩის ანონსი უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა, თუმცა, იმავე დღეს წაშალა. მოგვიანებით რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეს ატაშემ, ანტონ ხალიზოვნა თქვა, რომ  ევროპის რაგბის კავშირს თავად სთხოვეს საკითხის გარკვევა. მისივე სიტყვებით, ისინი დაეთანხმნენ მათ პოზიციას, რომ ასეთი განცხადებების გამოქვეყნება "დაუშვებელია".  

საქართველო-რუსეთის მატჩის პარალელურად ევროპული საქართველოს წევრები და აქტივისტები აპირებენ, რომ რუსეთის ჰიმნს უკრაინისა და საქართველოს დროშებით უპასუხონ - პარტია უკრაინის მხარდასაჭერად მატჩის დაწყებამდე დროშების დარიგებას გეგმავს. ქართული ოცნების პროპაგანდა კი უკრაინის მხარდაჭერას პროვოკაციად აფასებს.  

საქართველო-რუსეთის მატჩი, 27 თებერვალს, დინამო არენაზე, 18:00 საათზე გაიმართება.  

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს 13-ჯერ შეხვდნენ, ყველა შეხვედრა ქართველი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები