რაგბის კავშირმა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრის ანონსი უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა.

"სტადიონზე მაყურებელთა 50% დაიშვება. საქართველო-რუსეთი, 27 თებერვალს, დინამო არენაზე, 18:00 საათზე". – წერია პოსტში.
რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის ბილეთები 5 ლარად გაიყიდება.
ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს 13-ჯერ შეხვდნენ, ყველა შეხვედრა ქართველი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა.





![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)