რაგბი

"გაურკვეველი დროით გადაიდო" – 27 თებერვალს საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირი

უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, 27 თებერვალს საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება - ის გაურკვეველი დროით გადაიდო. გადაწყვეტილება ეროპის რაგბის კავშირმა მიიღო.

"რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.

საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ.

ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერჯერობით ძალაში რჩება". - წერია საქართველოს რაგბის კანშირის განცხადებაში. 

საქართველო-რუსეთის მატჩი, 27 თებერვალს, დინამო არენაზე, 18:00 საათზე იყო დაგეგმილი.

22 თებერვალს ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველო-რუსეთის მატჩზე ევროპელები და მათი მხარდამჭერები რუსეთის ჰიმნს უკრაინის დროშებით უპასუხებდენ - პარტია უკრაინის მხარდასაჭერად მატჩის დაწყებამდე დროშების დარიგებას გეგმავდა. უკრაინის მხარდასაჭერად საზოგადოებას მატჩზე დროშებით მისვლისკენ მოუწოდა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამაც.  საპასუხოდ, ქართული ოცნების პროპაგანდამ უკრაინის მხარდაჭერა პროვოკაციად შეაფასა, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ "გაკოტრებული პოლიტიკოსები პროვოკაციების მოწყობას" აპირებდნენ. 

კომენტარები