რაგბი

რაგბის კავშირმა უკრაინული ანონსი ევროპის რაგბის კავშირის მიმართვის შემდეგ წაშალა

Facebook

რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეს ატაშე, ანტონ ხალიზოვი რია ნოვოსტისთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გვერდზე საქართველო-რუსეთის მატჩის შეხვედრის უკრაინულად დაწერილი ანონსი მას შემდეგ წაიშალა, რაც საქართველოს რაგბის კავშირს ევროპის რაგბის კავშირმა მიმართა.  

ხალიზოვის თქმით, ევროპის რაგბის კავშირს თავად სთხოვეს საკითხის გარკვევა. მისივე სიტყვებით, ისინი დაეთანხმნენ მათ პოზიციას, რომ ასეთი განცხადებების გამოქვეყნება "დაუშვებელია". 

"ჩვენ გვითხრეს, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია - ეს რეგულაციების დარღვევაა. ევროპის რაგბის კავშირმა მიმართა საქართველოს, ანონსი წაეშალათ". - თქვა ხალიზოვმა.   

ტაბულა საქართველოს რაგბის კავშირთან ადკავშირებას ცდილობს - მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ანონსი საქართველოს რაგბის კავშირის გვერდზე გუშინ, 22 თებერვალს გამოქვეყნდა

საქართველო-რუსეთის მატჩი, 27 თებერვალს, დინამო არენაზე, 18:00 საათზე გაიმართება.  

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს 13-ჯერ შეხვდნენ, ყველა შეხვედრა ქართველი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები