NDI-ის კვლევა

NDI: მთავრობის საქმიანობას ცუდად 52% აფასებს, პრემიერის – 35%, პარლამენტის – 46%

Irakli Kobakhidze / Facebook

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა.

NDI-ის კვლევით, მოსალეობის 52% მოქმედი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 39% – კარგად, ხოლო 7%-მა კი არ იცის.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ლიდერებითა და ინსტიტუტებით უკმაყოფილოა. უფრო ზუსტად კი;

  • პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 35% ცუდად აფასებს;
  • საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას 46% აფასებს ცუდად;
  • საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს მოსახლეობის 46%;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საქმიანობას 35% აფასებს ცუდად;

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, მოსახლეობას კვლავ არ სჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს.

უფრო ზუსტად, მოსახლეობის 52% არ ეთანხმება, რომ პარლამენტი ამტკიცებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 42% კი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ორგანო ეფექტურ ზედამხედველობას უწევს მთავრობის საქმიანობას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება. 

კომენტარები