საპროტესტო აქციები ყაზახეთში

თოყაევი: ყაზახეთში ОДКБ-ს ძირითადი მისია დასრულდა

ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის პრემიერმინისტრის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მისია ქვეყანაში დასრულდა და სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება.

"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია დასრულდა, ორი დღის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება გაერთიანებული სამშვიდობო კონტიგენტის გაყვანა. [..] რასაც ათ დღეზე მეტი არ დასჭირდება." – თქვა პრეზიდენტმა ყაზახეთის პარლამენტში გამოსვლისას.

5 იანვარს მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამშვიდობო ძალების შესვლა თოყაევმა "ტერორისტული საფრთხის" დაძლევისთვის სთხოვა. რუსეთმა ყაზახეთში საჰაერო სადესანტო ძალების ქვედანაყოფი გადასხა. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების თანახმად, მთლიანობაში ყაზახეთში 2 000-მდე სამშვიდობო შევიდა.

ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათისა და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. პრეზიდენტი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა და დემონსტრაციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

10 იანვარს უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე დემონსტრანტები. მთელ ქვეყანაში სანანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეუძლიათ.

კომენტარები