2021 წელს გარდაცვლილები

ნობელის პრემიის ლაურეატი, სამხრეთაფრიკელი ეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

დესმონდ ტუტუ

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სამხრეთაფრიკელი ეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეპისკოპოსი ტუტუ სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის წინააღმდეგ იბრძოდა. ის რასობრივი სეგრეგაციის პოლიტიკის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აპართეიდის სისტემის აკრძალვაში შეტანილი წყვილისთვის მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1984 წელს მიენიჭა.

ეპისკოპოსის გარდაცვალებას გამოეხმაურა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა.

"დესმონდ ტუტუ შეუდარებელი პატრიოტი იყო, პრინციპებისა და პრაგმატიზმის ლიდერი, რომელმაც მნიშვნელობა შესძინა ბიბლიურ აზრს, რომ რწმენა მოქმედების გარეშე მკვდარია. ვლოცულობთ, რათა ეპისკოპოსის სულმა მშვიდად განისვენოს და დაიფაროს ჩვენი ერის მომავალი." – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

პრეზიდენტის თქმით ეპიკსოპოსი ტუტუ იყო სულიერი ლიდერი, აპართეიდის მონწიააღმდეგე აქტივისტი და მსოფლიოში ადამიანის უფლებების ქომაგი.

დემონდ ტუტუს გარდაცვალებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც.

"ღრმად ვარ დამწუხრებული ეპისკოპოსი დესმონდ ტუტუს გარდაცვალებით. მას უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა აპართეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახალი სამხრეთ აფრიკის შექმნის ძალისხმევაში." – წერს ბორის ჯონსონი Twitter-ზე.

კომენტარები