2021 წელს გარდაცვლილები

დიეგო მარადონას უმცროსი ძმა, ფეხბურთელი უგო მარადონა გულის შეტევით გარდაიცვალა

Marca

52 წლის ასაკში დიეგო მარადონას უმცროსი ძმა, უგო მარადონა გულის შეტევით გარდაიცვალა.

უგო მარადონა არგენტინელი ნახევარმცველი და მწრთვნელი იყო. კარიერა 1985 წელს არგენტინოს ხუნიორში დაიწყო. 1987 წელს გადავიდა იტალიურ კლუბში ასკოლი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა კლუბებში რაიო ვალეკანო, ვენის რაპიდი, დეპორტივო იტალია, ტორონტო იტალია. ჩატარებული აქვს 11 მატჩი არგენტინის 16 წლამდე ნაკრებში. 2004-2005 წლებში წრთვნიდა პუერტო რიკო ისლანდერსს. მარადონას მეტსახელი იყო El Turko (თურქი).

უგო მარადონას უფროსი ძმა, ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მარადონების ოჯახის სამივე წარმომადგენელი ფეხბურთელი იყო, შუათანა ძმა ლალო მარადონა ბოკა ხუნიორსისა და გრანადას ღირსებას იცავდა. ის 55 წლის არის.

კომენტარები