2021 წელს გარდაცვლილები

BRONSKI BEAT-ის დამფუძნებელი წევრი, მუსიკოსი სტივ ბრონსკი გარდაიცვალა

BBC

61 წლის ასაკში შოტლანდიელი მუსიკოსი, სინთ პოპ ბენდ Bronski Beat-ის დამფუძნებელი სტივ ბრონსკი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ჯონი სომერვილი ადასტურებს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

"სტივ ბრონსკი გარდაიცვალა. ის იყო ნიჭიერი და ძალზედ მუსიკალური ადამიანი. მასთან ერთად მუშაობა სასიამოვნო და სახალისო იყო, განსაკუთრებულად იმ ერთ სიმღერაზე(იგულისხმება Smalltown Boy), რომელმაც ამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მადლობა მელოდიისთვის სტივ". – წერს სომერვილი.

სინთ პოპ ბენდი 1983 წელს სტივ ბრონსკიმ, ჯონი სომერვილმა და ლარი სტეინბაჩეკმა ჩამოაყალიბეს. 1984 წელს ტრიომ კარიერაში ყველაზე წარმატებული ჰიტი Smalltown Boy გამოუშვეს. სიმღერის ტექსტის გმირი ახალგაზრდა გეი კაცია, რომელსაც საკუთარი იდენტობის გამო პრობლემები ექმნება ოჯახთან და გარშემომყოფებთან. Smalltown Boy ერთ ერთი ყველაზე ცნობილი LGBT ჰიმნია. 

სომერვილი ორგინალი Bronski Beat-ის ერთადერთი ცოცხალი წევრია. ლენი სტეინბაჩეკი 2016 წელს გარდაიცვალა.

 

კომენტარები