2021 წელს გარდაცვლილები

წიგნის ინტერვიუ ვამპირთან ავტორი, ენ რაისი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ენ რაისი

ამერიკელი ავტორი ენ რაისი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია Twitter-ზე მისმა შვილმა კრისტოფერ რაისმა გაავრცელა. ავტორის გარდაცვალების მიზეზი ინსულტით გამოწვეული გართულებები გახდა.

ენ რაისის პირველი წიგნი ინტერვიუ ვამპირთან 1976 წელს გამოქვეყნდა. რომანი საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. ნაწარმოების მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმია გადაღებული. ფილმში მთავარ როლებს ტომ კრუზი, ბრედ პიტი, კრისტიან სლეიტერი, ანტონიო ბანდერასი და კრისტენ დანსტი ასრულებენ.

ინტერვიუ ვამპირთან პირველი წიგნია ვამპირული ქრონიკების სერიიდან. სერიაში სულ 13 წიგნია. ბოლო წიგნი 2018 წელს გამოვიდა.

ენ რაისს მის მშობლიურ ქალაქში, ახალ ორეალნში დაკრძალავენ.

კომენტარები