პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: არანაირი პროცესი არ დაწყებულა, ილუზიაა, რომ ივანიშვილის ძალაუფლების ბედი წყდება

არანაირი პროცესი არ დაწყებულა. თვითონ ესეც კი პრობლემად მიმაჩნია. თუ აღმოჩნდა სიურპრიზი, რომ სადღაც მივიდა პრეზიდენტი თავის გაცნობიერებაში ამ დიალოგით, ძალიან კარგი, ოღონდ ის, რომ ახლა რაღაც პროცესი დაიწყო, რომლის ფარგლებსიც გადაწყდება პოლიტიკური დევნის, ჩვენს საზოგადოებაში სუს-ის როლის, არჩევნების, მოძალადე ჯგუფებისა და პუტინისტურ ჯგუფებთან ალიანსის, ყველაფრის, რამაც ჩიხში შეიყვანა ქვეყანა, ანუ, ივანიშვილის ძალაუფლების ბედი, რაზეც ის დგას, არის ილუზია ამ ეტაპზე.  

სააკაშვილის პატიმრობა არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პოლიტიკური დევნის, რაც უზარმაზარი პრობლემაა, რაზეც დგას ეს რეჟიმი. ოღონდ, ეს პრობლემა იდგებოდა, რომც არ ჩამოსულიყო სააკაშვილი ქვეყანაში. ახლა რომ სააკაშვილი ციხეში არ იჯდეს, ჩვენ კრიზისი მაინც გვექნებოდა. ეს არის შედეგი, ყველაზე თვალშისაცემი გარემოების გამო. მართლა აუცილებლად ვთვლი თქმას, გულწრფელობაზე კი არ ვესხმი თავს პრეზიდენტს, არამედ რაც მან საჯაროდ თქვა, არ არის კავშირში იმ მოლოდინებთან, რასაც, თუნდაც, ქალბატონი თიკა [ბოკუჩავა] ამბობდა. [...] მან [პრეზიდენტმა] ნაწილობრივ სწორად აღწერა პრობლემები. ეს კი აღწერა სწორად, მაგრამ შემდეგ რასაც აკეთებს, ეს ჯერ არანაირი პროცესი არ არის და, ჩემი აზრით, თუნდაც კეთილი სურვილებით თავი არ უნდა მოვიტყუოთ.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომოანია პირველის ეთერში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას.  ზურაბიშვილი ამბობს, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წევრებს ხვდება, მათ შორის, შეხვდა ბოკერიასაც. 

კომენტარები