პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს

რაზეც შეიძლებოდა მევარაუდა, რომ პრეზიდენტი გულწრფელია ამ შეთავაზებაში, მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს. მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეტში ჩამორთმეული ხელი, ან ჩვენ შორის, პოლიტიკურ სპექტრს შორის რაიმე სახის მოლაპარაკება, ამას სჭირდება ინსტიტუციური გარანტიები და ერთადერთი ინსტიტუციური გარანტია, რომ არავის მიმართ არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული, რომ ოჯახები არ დაიჩაგრებიან იმის გამო, რომ არ ჰყავთ ნაცნობები და ასე შემდეგ, ეს არის მართლმსაჯულების სისტემა. ამის კომპონენტია მიხეილ სააკაშვილის საკითხი, შესაძლო სხვა ტიპის დაჭერები და ამის კომპონენტია სისტემური გამართვა და მართლმსაჯულების სისტემის გარანტიები.

თქვა პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მის მიერ ინიცირებულ "შერიგების" პროცესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები