ჰარი პოტერი

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ – ჰარი პოტერის სპეციალური ეპიზოდის ტრეილერი გამოვიდა

წელს ჰარი პოტერის პირველ ფილმს 20 წელი შეუსრულდა. HBO-მ იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური ეპიზოდის ტრეილერი გამოაქვეყნა.

სპეციალურ ეპიზოდში Harry Potter 20th Anniversary: Return to Hogwarts ფრენჩაიზის ვარსკვლავები, მათ შორის მთავარი როლის შემსრულებლები დენიელ რედკლიფი, რუპერტ გრინი და ემა უოტსონი გამოჩნდებიან.

შოუში ისაუბრებენ გადასაღებ პროცესზე და ჰარი პოტერის მემკვიდრეობაზე. სპეციალურ ეპიზოდში არ გამოჩნდება წიგნის ავტორი ჯოან როულინგი. თაყვანისმცემლების აზრით მწერალი წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო, რომელიც საზოგადოების ნაწილს ტრანსფობიურად მიაჩნია არ მოიწვიეს, .

ჰოგვორთსში დაბრუნება HBO Max-ის ეთერში 2022 წლის 1 იანვარს გამოვა.

კომენტარები