ჰარი პოტერი

ჰელენა ბონემ კარტერმა გაიხსენა, რომ დენიელ რედკლიფმა სასიყვარულო წერილი გაუგზავნა

American Post

ჰარი პოტერის პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. HBO-მ საიუბილეო ეპიზოდი გადაიღო, რომელშიც ცნობილი ფრენჩაიზის ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა.

ბელატრიქს ლესტრეინჯის როლის შემსრულებელმა, ჰელენა ბონემ კარტერმა, დენიელ რედკლიფს სასიყვარულო წერილი გაახსენა, რომელიც მსახიობმა წლების წინ მიწერა. შოუში ჰარი პოტერის როლის შემსრულებელმა კარტერის თხოვნით, წერილი მაყურებელს პირველად წაუკითხა.

"ძვირფასო ჰელენა ბონემ კარტერ, ძალიან სასიამოვნო იყო ფილმში თქვენთან ერთად თამაში. მიყვარხართ და ვისურვებდი, 10 წლით უფროსი ვიყო. ამ შემთხვევაში, ალბათ, მეტი შანსი მექნებოდა". – წერს რედკლიფი.

კარტერის თქმით, წერილს დღემდე, როგორც დიდ საგანძურს, ისე ინახავს. 

როგორც საიუბილეო ეპიზოდში გაირკვა, რედკლიფი ერთადერთი არ ყოფილა, ვისაც საეკრანო პარტნიორი შეუყვარდა. ემა უოტსონის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში იგი დრაკო მალფოის როლის შემსრულებელზე, ტომ ფელტონზე იყო შეყვარებული. შემდგომში მსახიობები ახლო მეგობრები გახდნენ.

"არასდროს არაფერი რომანტიკული არ გვქონია. უბრალოდ, გვიყვარს ერთმანეთი, როგორც მეგობრებს". – ამბობს უოტსონი.

კომენტარები