გამომცემლობა Variety-ის ცნობით, ჰარი პოტერის სერიალი 2026 წელს სტრიმინგ სერვის MAX-ზე გამოვა. აღნიშნული ინფორმაცია გამომცემლობას კონოსტუდია Warner Bros. Discovery-ის დირექტორმა, დევის ზასლავმა დაუდასტურა.
სერიალი, სავარაუდოდ, შვიდ სეზონს მოიცავს და თითოეული მათგანი ჯ.კ. როულინგის წიგნების სერიის ეკრანიზაცია იქნება.
ჰარი პოტერის სატელევიზიო სერიალისთვის კასტინგი ჯერჯერობით არ დაწყებულა.
HBO Max-მა ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო.