გამოცემა Variety-ს ცნობით, ჰარი პოტერის სერიალის შემქმნელები ალბუს დამბლდორის როლზე ინგლისელ ოსკაროსან მსახიობს, მარკ რაილანსს განიხილავენ.
გამოცემის ინფორმაციით რაილანსი კინოსტუდია Warner Bros.-ის მთავარი კანდიდატია.
ჰარი პოტერის წიგნების სერიის მიხედვით ახალ სერიალი სტრიმინგის სერვის HBO Max-ზე გამოვა.
"გვესმის, რომ ასეთი მოთხოვნადი სერიალი ბევრი ჭორისა და სპეკულაციის საგანი ხდება. ინფორმაციას მხოლოდ მაშინ გავავრცელებთ, როდესაც დადასტურებული პასუხი გვეცოდინება". – უთხრეს HBO-ს წარმომადგენლებმა გამოცემას.
10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ HBO და Warner Bros. სერიალში ჰარის, რონისა და ჰერმიონის როლების შემსრულებლებს ეძებს. საბოლოო ქასთინგი 2025 წლის აპრილში გაიმართება.
როლის მიღების შემთხვევაში რაილანსი რიგით მეხუთე მსახიობი იქნება, რომელიც ცნობილი ლიტერატურულ პერსონაჟს ეკრანზე განასახიერებს. პირველ და მეორე ფილმში ალბუს დამბლდორის როლი რიჩარდ ჰარისმა შეასრულა, მისი გარდაცვალების შემდეგ ჰოგვორთსის დირექტორის როლს უცვლელად მაიკლ გემბონი თამაშბდა, რომელიც 2023 წელს გარდაიცვალა. ახალგაზრდა დამბლდორის როლი სხვადასხვა დროს ტობი რეგბომ და ჯუდ ლოუმ შეასრულეს.
სერ მარკ რაილანსი ინგლისელი მსახიობი და დრამატურგია. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Prospero's Books, Angels & Insects, Intimacy, The Other Boleyn Girl, Dunkirk, Ready Player One, Don't Look Up, Bones and All. 2016 წელს სტივენ სპილბერგის The Bridge of Spies-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო ოსკარი.