27 სექტემბერს ჰარი პოტერის ფილმებში ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი სერ მაიკლ გემბონი გარდაიცვალა.
გემბონი ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროსთან დაკავშირებული არც პირველი და სამწუხაროდ არც ბოლო მსახიობია, რომელიც დღეს აღარ არის. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.
2016 წელს 69 წლის ასაკში სევერუს სნეიპის როლის შემსრულებელი ალან რიკმანი გარდაიცვალა
2018 წელს 49 წლის ასაკში გრიპჰუკის როლის შემსრულებელი ვერნ ტროიერი გარდაიცვალა
ამბუს დამბლდორის როლის პირველი შემსრულებელი, ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი რიჩარდ ჰარისი 2002 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა
2021 წელს გარდაიცვალა ნარცისა მალფოის როლის შემსრულებელი ჰელენ მაკკრორი, ის 52 წლის იყო
2022 წელს ჰარი პოტერის მაყურებლებს გული დაწყვიტა რობი კოლტრეინმა, რუბიუს ჰაგრიდის როლის შემსრულებელი 72 წლის იყო
იმავე წელს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა ლესლი ფილიპსი, რომელიც ფილმებში გამნაწილებელ ქუდს ახმოვანებდა
გერი ოლივანდერის როლის შემსრულებელი, ორი ოსკარის ნომინანტი ჯონ ჰერტი 77 წლის ასაკში 2017 წელს გარდაიცვალა
2017 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა მაგიის მინისტრ კორნელიუს ფაჯის როლის შემსრულებელი რობერტ ჰარდი
2013 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ვერნონ დარსლის როლის შემსრულებელი რიჩარდ გრიფიტსი
2014 წელს გარდაიცვალა მსახიობი და შერეული ორთაბრძოლების ოსტატი, მაქცია ფენრირ გრეიბექის როლის შემსრულებელი დეივ ლეჯენო