ჰარი პოტერი

ჯოან როულინგი ჰარი პოტერის 20 წლისადმი მიძღვნილი ეპიზოდის გადაღებაზე არ მიიწვიეს

Popsugar

ფილმის ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სტრიმინგის სერვისი HBO Max სპეციალურ გადაცემას გამოუშვებს, რომელშიც ცნობილი ფრენჩაიზის მთავარი ვარსკვლავები გამოჩნდებიან.

სპეციალური გადაცემის შემქმნელებმა არ მიიწვიეს ჩაწერაზე ჰარი პოტერის წიგნების ავტორი ჯოან როულინგი. მწერალის ნაწარმოებს ეფუძნება ფრენჩაიზის ყველა ნაწილი, გარდა ამისა სიკვდილის საჩუქრების ორივე ფილმი მისი თანაპროდიუსერობით არის გადაღებული.

საზოგადოების ნაწილის აზრით სპეციალურ გადაცემაში მისი არ მიწვევის მიზეზი წარსულში გაკეთებული კონტროვერსიული განცხადებები გახდა და იგი ე.წ. Cancel Culture-ის მსხვერპლია. რამდენიმე თვის წინ ცნობილი მწერალი ტრანსოფბიაში დაადანაშაულეს. ბრალდებას როულინგმა პასუხად ესე გამოაქვეყნა. ჰარი პოტერის მსახიობების ნაწილმა ავტორი გააკრიტიკა, ხოლო ნაწილმა დაიცვა.

HBO Max-ის მომავალ პროექტს Return to Hogwarts ჰქვია, რომელიც მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი 2022 წლის დასაწყისში გახდება. სპეციალურ გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი, რუპერტ გრინი, ტომ ფელტონი, ჯეიმს და ოლივერ ფელპსები, მეთიუ ლიუისი, ჯეისონ აიზეკსი, რეიფ ფაინსი და ჰელენა ბონემ კარტერი.

მსგავსი სპეციალური გადაცემა ახლო წარსულში HBO-მ სერიალ Friends-ს მიუძღვნა.

კომენტარები