პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: მიშელის შეთანხმების არშესრულება იმის ბრალი არაა, რომ არასწორი დოკუმენტი შეიქმნა

აქციები აუცილებლად საჭიროა, კრიტიკული გამოსვლები ფრაქციის აუცილებლად საჭიროა. კონსულტაციებიც საჭიროა, როგორ შეიძლება არ ელაპარაკო იმ ძალას, რომელიც მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ზის. ამიტომ, ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ლელომ კი არ მიაღწიოს, არამედ ქვეყანამ მიაღწიოს შედეგს. ამ ქვეყნის შედეგის მიღწევაში ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ სერიოზული როლი ვითამაშოთ. გახსოვთ ალბათ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ჩვენ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ვითამაშეთ. ის რომ არ შესრულდა, იმის ბრალი კი არ არის, რომ არასწორი დოკუმენტი შეიქმნა, არამედ იმ მოცემულობას შევეჯახეთ, რომ ქართული ოცნება არ არის მზად ევროპული კურსისკენ სიარულისთვის. 

თქვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები