ენერგეტიკა

თურნავა: ჰესების წინააღმდეგ გააქტიურებული პროპაგანდა ჰიბრიდული ომის ნაწილია

ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების და დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი. ამ დარგში ჩვენ გვაქვს ორი სტრატეგიული ამოცანა: პირველი, ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება საკუთარი მწვანე რესურსის მაქსიმალურად გამოყენების გზით და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩვენი მოსახლეობის უწყვეტად და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ელექტროენერგიით მომარაგება. 

ისტორიულად, ამ ამოცანის გადაწყვეტისას ჩვენი მთავრობები აწყდებოდნენ გამოწვევებს. 90-იანი წლებიდან დაწყებული, ძალიან გააქტიურდა ჰესების წინააღმდეგ პროპაგანდა, რაც, თავის მხრივ, ჰიბრიდული ომის ნაწილია. 

შესაბამისად, აუცილებელია, ამ თემაზე საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა და ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ჰესების მშენებლობას სახელმწიფოს სტრატეგიულ მიმართულებად და საკითხად აქცევს. 

ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. 

კომენტარები