ენერგეტიკა

ფხაკაძე: ვცდილობთ ვიპოვოთ საწვავის იაფი წყარო, მოლაპარაკებები გვაქვს არა მარტო რუსეთთან

ჩვენ დღემდე ვცდილობთ ვიპოვოთ ისეთი საწვავის წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ის ევროპული საწვავი, რომელიც დღემდე შემოგვაქვს. [...] ვმუშაობთ დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან და სადაც ვნახავთ ყველაზე იაფ საწვავს, იქიდან შემოვიტანთ. ეს ეს არის ბიზნესის აქსიომატური ჭეშმარიტება. [მოლაპარაკებები] მიმდინარეობს არა მარტო რუსეთთან, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და ნებისმიერ ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. სადაც იქნება ყველაზე იაფი საწვავი, თუ ნებისმიერი სერვისი, ან პროდუქტი, იქიდან შემოვიტანთ. 

ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა (BAG) და ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომენტარები