ენერგოდამოუკიდებლობა

გზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ: უნდა გვეშინოდეს თუ არა ახალი ელექტროსადგურების?

ენერგოდამოუკიდებლობა

გზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ: უნდა გვეშინოდეს თუ არა ახალი ელექტროსადგურების?

​​​​​​​ბოლო პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა ნამახვანჰესის აშენების საკითხი. 100 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშნებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს.

ნამახვანჰესის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში არსებობდა, თუმცა, მაშინ სხვა უფრო მარტივი პროექტის დაფინანსება გადაწყდა. იდეა არსებობდა 1980-იან წლებშიც, მაგრამ მაშინ მიიჩნიეს, რომ ხუდონის პროექტის განვითარება უფრო მომგებიანი იქნებოდა ენერგოსისტემისთვის. პროექტის განხორციელების იდეა არსებობდა 2007-2012 წლებშიც. 2014 წელს კი იტალიურმა არქიტექტურულმა ბიურომ - Studio Pietrangeli პროექტის ძირითადი მონახაზის შემუშავება დაასრულა.

ნამახვანჰესის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი იქნება, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციით განხორციელდება. პროექტის მიხედვით, ხეობაში ორი კაშხალი აშენდება, სოფელ ტვიშთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ექსპლუატაციაში კი 2025-2026 წლებში შევა. ჰესის საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ იქნება.

შენების შემთხვევაში, პროექტი ქვეყანაში პიკური მოთხოვნილების 20%- დააკმაყოფილებს, შიდა წლიურ გენერაციას 15%-ით გაზრდის და ხელს შეუწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას წელიწადში 750 000 ტონით

იუხედავად პროექტის მასშტაბურობისა და მნიშვნელობისა, ნამახვანჰესის აშენებას მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. გასული წლის 29 ოქტომბრის აქციაზე ხალხმა მშენებლობისთვის განკუთვნილ ადგილზე ჯვარი აღმართა. 14 ნოემბრის აქცია, რომელზეც აქციის მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

რასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, პროექტზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ზედაპირულია, გაუმყარებელია არსებული პროექტის გეოლოგიური და ეკოლოგიური ნაწილი და გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრომ უხეშად დაარღვია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმები.

ადამიანთა უფლებების მონიტორინგის ცენტრი (EMC) წერს, რომ დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა, გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი. კუმულაციური და მიკროკლიმატური ეფექტების გამო საფრთხის ქვეშ ექცევა სოფელ ტვიშში მევენახეობისა და ღვინის წარმოების ტრადიცია.

აბულასთან საუბარში EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე, პროექტთან დაკავშირებით ორ მთავარ პრობლემას გამოყოფს: 1) ნამახვანჰესზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, არსებითი კვლევების წარმოდგენის გარეშე, წინასწარ გაიცა და შესაბამისად, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა უკანონო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიიღო 2) ადგილობრივ მოსახლეობას პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ ჰქონია.

"ნამახვანის შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა არსებითი კვლევებისა და შეფასებების გარეშე, მეცნიერული ცოდნა, რომელსაც კანონმდებლობაც ითხოვს და საფუძვლად უნდა დადებოდა ამ გადაწყვეტილებას, წარმოდგენილი არ ყოფილა და ამას ჩვენ არ ვამბობთ, ეს წერია თვითონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაშიც.

რობლემაა მშნებლობის ნებართვის გაცემაშიც. კომპანიამ მოახერხა მშენებლობის ნებართვის მიღება მცდარი, უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე.  მშენებლობის ნებართვა გაცემულია იმ პირობებში, როცა კომპანიას არათუ საბოლოო საპროექტო დოკუმენტი აქვს წარმოდგენილი, რა ჰესს აშენებს, არამედ მისი რომელიმე ნაწილის დასრულებული პროექტიც კი არ არის წარმოდგენილი.

მეორე მთავარი პრობლემა არის ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა ამ პროცესში. ასეთი პროცესი სახელმწიფოსა და კომპანიას ადგილობრივებთან არ გაუმართავს. იყო ფორმალური ხასიათის შეხვედრა, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მონაწილეობდა, არც მისცეს საშუალება დასწრების და კითხვების დასმის, ფაქტობრივად, საზოგადოება იყო გამორიცხული ამ პროცესიდან". - ამბობს EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ღვინიანიძის თქმით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა მხოლოდ ქვემო ნამახვანჰესზე აქვს, მთლიანი პროექტი კი შეფასებული არ არის, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს.

"ნამახვანჰესს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი წვლილი შეაქვს, ეს არის შესაძლებლობა, ჩვენი საკუთარი რესურსის გამოყენებით ვაწარმოოთ საკუთარი ელექტროენერგია" - ასეთია ხელისუფლების პოზიცია, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ პროექტი სეისმოლოგიურად და გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხოა, გარკვეული პირები კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, მერკანტილური თუ პოლიტიკური მიზნებით.

ნამახვანი არ არის ერთადერთი ჰესი საქართველოში, რომლის მშენებლობასაც ხალხი ეწინააღმდეგება. ოლო დღეებში აქციები იმართება ბახმაროში ბახვი 1 ჰესის მშენებლობის წინააღმდეგაც, თუმცა, მხოლოდ ნამახვანის მაგალითიც კარგად წარმოაჩენს სახელმწიფოს მიდგომებს ქვეყნის ენერგოსექტორში. აქტია, ხელისუფლება ახალი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ვერც ისე წარმატებით უმკლავდება, რაც პროცესის გაუმჭირვალობის, სახელმწიფოს მიმართ ხალხის ნაკლები ნდობის შედეგია

ლექტროსადგურების მშენებლობა მოითხოვს სიფრთხილეს, კვალიფიციური კომპანიის თუ ექსპერტების ჩართულობას, მოსახლეობასთან კომუნიკაციას და მათი ინტერესების გათვალისწინებასაც, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ქართული ოცნების პირობებში ეს კრიტერიუმები კმაყოფილდება

ამახვანჰესი ამის კარგი მაგალითია. როექტთან დაკავშირებულ ინტერესთა გამოხატვაში 2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად კომპანია Clean Energy Group Georgia გამოცხადდა. 2019 წელს კომპანიამ საქართველოში საინვესტიციო პორტფელი შეამცირა და პროექტში მხოლოდ 10% დაიტოვა, ნამახვანჰესის პროექტის 90%-იანი წილი თურქულ კომპანია Enka- გადაეცა. თავდაპირველად კი კომპანიების წილი 50-50% იყო.

Clean Energy Group იყო ერთ-ერთი იმ სამი კომპანიიდან, რომელიც მონაწილეობდა შუახევჰესის აშენების პროცესში. შუახევჰესის სამი გვირაბიდან ერთ-ერთი გაშვებიდან 2 თვეში ჩამოიშალა. Clean Energy Group-ის მიერ წილის დათმობა, სავარაუდოდ, შუახევჰესის პროექტის შეფერხებამაც გამოიწვია

ფაქტი, რომ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია, Enka Renewables, ასოცირდება შუახევჰესის მშენებელ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელმაც დაკისრებულ სამუშაოებს თავი ვერ გაართვა, ხალხის ნდობაზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს

კომპანიის წარმომადგენლის, ირინა პეტრიაშვილის თქმით, ოჯახებმა, რომლებიც ცხოვრობენ საპროექტო არეალში, უვე მიიღეს 30 მილიონი ლარის ოდენობის მიწის კომპენსაცია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი კომპენსაციაზე უარს ამბობს და საცხოვრებლის დატოვებას არ აპირებს.

ურისტი გიორგი ჩიტიძე განმარტავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, საკუთრების უფლების ექსპროპრიაცია სამართლიანი კომპენსაციისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს, ესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები კი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.

"ჩვენი კონსტიტუციის ჩანაწერი, რაც ითვალისწინებს საკუთრების ექსპროპრიაციას, ანუ ჩამორთმევას, გაწერილია, როგორც ყველაზე მძიმე ჩარევა საკუთრების უფლებაში, ამიტომ კონსტიტუცია მიუთითებს, რომ ეს უნდა მოხდეს სამართლიანი კომპენსაციის საფუძველზე, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანს რომ საკუთრება ჩამოართვა, ძალიან დასაბუთებული უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფოს ინტერესი გარდაუვალია და ასევე, უნდა იყოს სამართლიანი ანაზღაურება, რაც გულისხმობს იმას, რომ დეტალურად უნდა დაითვალო კომპენსაცია.

ოდესაც მოსახლეობა არ ეთანხმება ჰესების მშენებლობას, განსაკუთრებით, გარემოს დაცვის მოტივით, აქ შემოდის კიდევ მეორე კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და ისარგებლოს კულტურული მემკვიდრეობით. აკუთრების უფლება რომ ეზღუდებათ ამ ადამიანებს ეს ერთი ამბავია, თუმცა ეს უფლებებიც ჩვენი კონსტიტუციით ძირითად უფლებებადაა აღიარებული. ყველაზე კარგი გზა დავის სასამართლოს მეშვეობით გადაწყვეტა იქნება, სასამართლომ უნდა განსაზღვროს ინტერესთა ბალანსი, აღმასრულებელ ხელისუფლებას კი ევალება უფლებებს შორის ბალანსი დაადგინოს, მაგრამ ყველაზე ნეიტრალური არბიტრი, წესით, სასამართლო უნდა იყოს, რომელმაც უნდა აწონ-დაწონოს, ერთის მხრივ, ხალხის საკუთრების უფლება, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება და კულტურულ მემკვიდრეობაზე წვდომის უფლება, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნები". - ამბობს ჩიტიძე.

ამხვანჰესის მშენებლობის პროცესში სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებიც იკვეთება. ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოში განსახილველად სარჩელი, დაახლოებით, 1 წლის წინ შეიტანა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით ჯერ ერთი სხდომაც არ ჩატარებულა. ახლოეს მომავალში ასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს EMC- იც.

გვჭირდება თუ არა ახალი ელექტროსადგურები?

ესების მშენებლობის პროტესტის პარალელურად, აქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. 2012 წლიდან 2020 წლამდე ის 9 907 მლნ კვტ.სთ-დან 12 412 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა.

აზრდილი მოხმარების შესაბამისად, იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან, რადგან საქართველოში არსებული ელექტროსადგურების გამომუშავება მოთხოვნას ვერ აბალანსებს და დეფიციტის შესავსებად ელექტროენერგიის სხვა ქვეყნიდან შემოტანა ხდება საჭირო. ლექტროენერგიის იმპორტი კი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე დადებითად არ მოქმედებს

ეკონომიკა განვითარდება და გაიზრდება მოხმარება, ჩვენ ვერ ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებულები. უსეთს აქვს რესურსი, მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით რუსეთის იმ რეგიონთან, რომელსაც ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს და დიდი მოცულობის სტაბილური იმპორტის მოლოდინები, შესაძლოა, ფუჭი გამოდგეს, თურქეთი ელექტროენერგიის ექსპორტიორად არ განიხილება და ულევი რესურსი არც აზერბაიჯანს აქვს, რომელიც ჩვენი მთავარი იმპორტიორია.

"ელექტროენერგიაში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ იმპორტის მოცულობა აღარ გაიზარდოს, თუ ჩვენ მოხმარებას იმპორტზე ავაგებთ, ეს საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ დეფიციტი გვექნება და ელექტროენერგია იქნება ძვირი, რაც ინდუსტრიისთვისა და მოსახლეობისთვისაც მიუღებელი იქნება. ჩვენ გვინდა ეკონომიკის განვითარება, გამომდინარე ჩვენი რეგიონალური მდებარეობიდან, ელექტროენერგიის სექტორში სიმძლავრეები აუცილებლად უნდა გავზარდოთ". - ამბობს ეკონომისტი არჩილ მამათელაშვილი ტაბულასთან საუბრისას

ესკოს მონაცემებით,  2012 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ელექტროენერგიის იმპორტი 614 მლნ კვტ.სთ იყო, 2020 წლისთვის კი იმპორტი საგრძნობლადაა გაზრდილი და 1610 მლნ კვტ.სთ- შეადგენს

ლექტროენერგიის მოხმარება და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. კონომიკური განვითარების ტემპის ზრდასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც, შესაბამისად, თუ გრძელვადიან პერიოდში საქართველო აპირებს მშპ-ის გაზრდას, მას ელექტროენერგიის გამომუშავების, ადგილობრივი წარმოების გაზრდაც მოუწევს, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული ვერ იქნება. არდა იმისა, რომ ელექტროენერგიის იმპორტირება ძვირი ჯდება, ის არ არის სტაბილურობის გარანტი.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბუნებრივი აირებისა და ნავთობის რესურსი არ გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ ერთ სექტორში, ელექტროენერგიის სექტორში მაინც მაქსიმალურად შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება.

სიმძლავრეების გაზრდის ალტერნატივები

ლექტროენერგიის წარმოების გაზრდის რამდენიმე ალტერნატივა არსებობს: თბოსადგურები, ატომური ელექტროსადგურები, ანახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოება.

რცერთი მათგანი არ არის სრულიად უსაფრთხო და აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

იდი ჰიდროელექტროსადგურები დიდი ტერიტორიის დატბორვას ითვალისწინებენ და გარემოზე ზემოქმედების კუთხით რისკებს შეიცავს, რაც, ძირითადად, მოსახლეობის პროტესტს იწვევს და პროექტს აფერხებს.

ბოსადგურების მუშაობას კი სჭირდება საწვავი, რომელიც სხვა ქვეყნისგან უნდა შევიძინოთ და კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახვდეთ იმპორტზე, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის. არდა ამისა, თბოსადგურები გარემოს დაბინძურების თვალსაზრისითაც არ არის ხელსაყრელი.

არჩილ მამათელაშვილის აზრით, საქართველომ აქცენტი განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ენერგიის წარმოებაზე, მცირე ჰიდროელექტროსადგურებსა და ასევე მცირე ზომის ატომურ ელეტქროსადგურებზე უნდა გააკეთოს.

"პატარა ჰესები, განახლებადი ენერგიის წყაროები, ქარისა და მზის ელექტროსადგურები აუცილებლად უნდა ავაშენოთ, მთელი მსოფლიო ასე აკეთებს და ეს რაციონალურიც არის. კეთებს ამას ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კანადა, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ავსტრია და .. ვენ უნდა ავირჩიოთ ენერგეტიკული პოლიტიკა, ამისთვის არის რამოდენიმე გზა:

რთი გზა არის დიდი ჰესების აშენება, მაგრამ ამას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. პლუსი არის ის, რომ  გვაქვს რეზერვი, რომელიც სეზონურად გარკვეულ ბალანსირებას გაუწევს სისტემას. რადგან ჰესები არის ¾-ზე მეტი საქართველოს ელექტროენერგიის წარმოების, და გამომუშავება ზაფხულში მეტია, ზამთარში მოდინებაზე მომუშავე ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია მცირდება და მოხმარება იზრდება, შესაბამისად, სეზონური რეგულირების სადგურები სისტემას დაეხმარება იმაში, რომ შეამციროს სეზონური დეფიციტი. ამასთან, შეიქმნება შესაძლებლობა უფრო მეტი ქარის და მზის სადგურები აშენდეს, თბოსადგურებში და ქსელში დამატებითი დიდი ინვესტიციების გარეშე.

აქვს მინუსებიც, რაც უფრო დიდია ჰესი, რაც უფრო დიდია რეზერვუარი და დატბორილი ტერიტორიები, მეტია გარემოსათვის მიყენებული ზიანი. მის მიერ წარმოებული ელექტროენერგია უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მცირე ჰესის შემთხვევაში და აშენებაში ვიხდით დიდ ფასს, რეგიონისთვის, მოსახლეობისთვის, სოფლის მეურნეობისთვის თუ ..

ეორე გამოსავალი არის მცირე ჰიდრო, ქარის და მზის სადგურები, რომლებიც ზემოხსენებულ პრობლემას არ იწვევენ და გრძელვადიან პერსპექტივაში ფასის კუთხითაც არ იქნება პრობლემა, მაგრამ მზის და ქარის სადგურების ცვალებადი ენერგოგენერაციის გამო გვაქვს უკვე სისტემის ბალანსირების პრობლემა (სიხშირე, ძაბვა). ამ პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა ან დიდი რეზერვუარის მქონე ჰესების მშენებლობა, ან გაზის სადგურების სიმძლავრის და ვოლატირულობის გაზრდა, ქსელში დამატებით ინვესტიციის ჩადებასთან ერთად

შესაძლოა, საბაზო წარმოების გაზრდა, მაგალითად, მცირე TWR ატომური სადგურის/ების აშენებით, არსებული თბოსადგურების ვოლატირულობის გაზრდის და დამატებითი სიმძლავრეების აშენების გარეშე.

ბოსადგურების აშენება ენერგოდამოკიდებულების გაზრდას ნიშნავს, გაზი უნდა შევიძინოთ, რაც უფრო ძვირია. ატარა ატომური სადგურების წარმოების ფასი კი არ არის იმდენად ძვირი, რამდენადაც დიდი სადგურების, რომელთა აშენების პროცესი ძალიან დიდხანს გრძელდება და მისი აშენების საჭიროება ჩვენ არ გვაქვს. მით თავიდან ავიცილებდით ისეთ დიდ და ეკონომიკურად არაეფექტურ სადგურებს, როგორიც არის, მაგალითად, ხუდონი". - ამბობს მამათელაშვილი.

განახლებადი ენერგიები

მსოფლიოში სულ უფრო იზრდება განახლებადი ენერგიების წილი. ანახლებად ენერგიას ხშირად უწოდებენ "მწვანე ენერგიას", რადგან არ წარმოქმნის იმ რაოდენობით CO2-, რაც კლიმატის ცვლილებაზე იქონიებდა გავლენას.

2020 წელს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველად განახლებადი ენერგია (მზის ენერგია, ქარის ენერგია, ბიოენერგია, ჰიდროენერგია) ქვეყნის ელექტრომომარაგების უდიდესი წყარო გახდა. ასულ წელს ბრიტანეთში განახლებადი ენერგიის გენერაცია რეკორდული 42% იყო.

ანახლებად ენერგიას ყველაზე დიდი წილი მთლიან წარმოებაში აქვს ეკონომიკურად განვითარებულ ისეთ ქვეყნებშიროგორებიც არიან: ისლანდია - 99.7%, ნორვეგია - 98%, დანია - 77%, ავსტრია - 75%, კანადა - 65%, შვეიცარია - 58% და .

აც შეეხება ჰიდროენერგიის წილს მთლიან წარმოებაში, 2019 წელს ის ნორვეგიაში - 93.9% იყო, ისლანდიაში - 69%, შვეიცარიაში - 51%, ავსტრიაში - 62%, კანადაში - 59%. მხრივ მოწინავეა საქართველოც, 2019 წელს ჰიდროენერგიის წილი მთლიან წარმოებაში 84% იყო

ჩვენთვის განსაკუთრებით რელევანტური შვეიცარიის მაგალითია, სადაც 650-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურია, რომელთა სიმძლავრეც, საერთო ჯამში, 15 000 მეგავატს აღემატება. ვეიცარია საქართველოზე ტერიტორიით 1.65-ჯერ პატარაა, მთიანი რელიეფიც დაახლოებით ანალოგიურია, თუმცა, საქართველოში დადგმული ჰესების სიმძლავრე მხოლოდ 3200 მეგავატამდეა, შვეიცარიაზე 5-ჯერ ნაკლები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას ჰიდრორესურსების ათვისების პოტენციალი ნამდვილად აქვს

ანახლებადი ენერგიის წარმოება, სუბსიდირების გარეშეც კი, ჯდება იმაზე იაფი, ვიდრე სხვა ალტერნატივები. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, არასუბსიდირებული განახლებადი ენერგია არის ყველაზე იაფი ენერგიის წყარო, ინსტალაციისა და შენარჩუნების ხარჯები, რომელიც მასიურად ათვისებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო, სულ უფრო იკლებს.

ვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებისა და იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, განახლებადი ენერგიის რესურსების პოტენციალის გამოყენება მნიშვნელოვანი საკითხია.

ირთვული ენერგია

ტომურ ელექტროსადგურებს ამ დროისთვის 31 ქვეყანაში იყენებენ, 2018 წელს მსოფლიო ელექტროენერგიის წარმოებაში ატომური ელექტროენერგიის წილი 10% იყო. დროისთვის შშ-ში ყველაზე მეტი - 94 მოქმედი ატომური რეაქტორია, საფრანგეთში - 56, ჩინეთში - 49, რუსეთში - 38, იაპონიაში - 33, სამხრეთ კორეაში - 24 და .. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ატომური ელექტროსადგურების წილი საერთო გამომუშავებაში ყველაზე დიდი საფრანგეთშია - 70%-ზე მეტი, სამხრეთ კორეაში - 26%, რუსეთსა და ჩინეთში კი 20%-მდე.

ოლო პერიოდში მსოფლიოში ატომური ელექტროსადგურების განვითარებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მერიკაში, კომპანია Nuscale მუშაობს მცირე ზომის მოდულარული რეაქტორის (SMR) განვითარებაზე, რომელიც, კომპანიის თანახმად, წარმოადგენს ატომური ელექტროსადგურების ახალ თაობას. Nuscale-მა უკვე განახორციელა $900 მილიონის ინვესტიცია ამ კუთხით. შშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა კი კვლევასა და პროექტის განვითარებაში $317 მილიონი ჩადო.

Nuscale არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მინიატურული რეაქტორის განვითარებაზე მუშაობს. უსეთის ხელისუფლებამ უკვე გაუშვა მცურავი 70 მეგავატიანი რეაქტორი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში. ინეთმა ჯერ კიდევ 2016 წელს გამოაცხადა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მინიატურული რეაქტორის მშენებლობის გეგმების შესახებ. 2019 წელს ანადაში სამმა პროვინციამ გააფორმა მემორანდუმი, რომელიც მოდულარული რეაქტორების განვითარებას ისახავს მიზნად. იდ ბრიტანეთში კი ოლს როისის კონსორციუმი მუშაობს 440 მგვტ-იან SMR-ზე

ომპანიების წარმომადგენლებისა და მეცნიერების თანახმად, მცირე მოდულარული რეაქტორის განვითარება დაგვეხმარება იმ პრობლემების დაძლევაში, რომლებსაც ტრადიციულ, დიდი ზომის რეაქტორებში ვაწყდებით. SMR ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას, სჭირდება ნაკლები საწვავი, ნაკლებად სავარაუდოა მისი გადახურება, რადგან SMR-ის ბირთვები ბევრად უფრო ნაკლებ სითბოს წარმოქმნიან და რეაქტორის ტექნოლოგიის ინოვაციური დიზაინი იძლევა საშუალებას ინჟინერიასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე შემცირებისა. არდა ამისა, რეაქტორების მცირე ზომისგან გამომდინარე, შესაძლოა, მათი მასიური წარმოება, ტრანსპორტირება და რაც ყველაზე მთავარია, მათი აშენება შესაძლებელია სწრაფად და ჯდება ბევრად უფრო იაფი დიდ სადგურებთან შედარებით.

ტომური ელექტროსადგურებში, უმეტესად, საწვავად ურანი გამოიყენება, შესაბამისად, მათი აშენების შემთხვევაში საქართველოს დასჭირდება ურანის იზოტოპების იმპორტირება, თუმცა, მისი შეძენა შესაძლებელია რუსეთში, ავსტრალიაში, კანადაში და .. ანაცამ შემთხვევაში, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას ნაკლებად ემუქრება საფრთხე

ართალია, ტომური ელექტროსადგურების მუშაობის შედეგად წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები, თუმცა მათი მართვის რამდენიმე სტრატეგია არსებობს, მათ შორის, პირდაპირი დაშლა ან რეაქტორებში ხელახალი გამოყენება დაბალნახშირბადიანი ელექტროობის გენერაციისთვის. მის წარმატებული მაგალითი საფრანგეთია, რომელიც ელექტროენერგიის 17%- სწორედ გადამუშავებული ბირთვული საწვავისგან იღებს. სევე, აუცილებელია ატომური ელექტროსადგურის დეკომისია, ანუ ისე დახურვა, რომ სადგური აღარ იყოს რადიოაქტიური და არ საჭიროებდეს რადიაციის გაჟონვისგან დაცვას.

რთ წელში იპური 1000-მეგავატიანი ბირთვული სადგურის გენერაციის შედეგად, რომელიც საკმარისია მილიონზე მეტი ადამიანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გამოიყოფა მხოლოდ 3 კუბური მეტრის მოცულობის ნარჩენები, მათი გადამუშავების შემთხვევაში. ედარებისთვის, 1000-მეგავატიან ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგური წარმოქმნის 300 000 ტონა ფერფლს და 6 მილიონ ტონაზე მეტ ნახშირბადის დიოქსიდს ყოველწლიურად.

ირთვული ენერგიის მიმართ უნდობლობა, გარკვეულწილად, გამოწვეულია Three Mile Island-ის, ჩერნობილისა და ფუკუშიმას კატასტროფებით, თუმცა, სწორი პოლიტიკითა და მენეჯმენტით ბირთვული პოტენციალის გამოყენება შესაძლებელია. ტომური ელექტროსადგურები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცაა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

რთი სიტყვით, როგორც HBO- მინისერიალ "ჩერნობილში" საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მდივანი, ბორის შერბინა, ამბობს: "The science is strong, but a test is only as good, as the man carrying it out".

საქართველოს ენერგოპოლიტიკაში ბირთვული ენერგიის გათვალისწინება, ან, თუნდაც, ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.


ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ენერგოსექტორში არსებული გამოწვევები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსთვის ახალი ელექტროსადგურების აშენება მომავალშიც არსებითი საკითხი იქნება

სადგურების აშენებასთან ერთად საჭიროა გადამცემი ქსელის განვითარებაც, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის საიმედოდ და უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას გენერაციისა და მოხმარების ზრდის თანმიმდევრულად, ისე, რომ გადამცემი ქსელის რომელიმე ელემენტის გამორთვა არ იწვევდეს ამ ტრანსპორტირების შეფერხებას.

"საჭირო იქნება სექტორის რეფორმის დასრულება, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდება და ასე ვთქვათ, გაიჭედა. ვენ შეგვიძლია ალტერნატიული გაზსაცავის გაკეთებაც, აც ლიტვამ გააკეთა, თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი, რომ გარკვეულად დაცულები ვიყოთ, თუმცა ამისთვის გვჭირდება დიდი ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობაც ჩვენთან, სამწუხაროდ, პოლიტიკური მიზეზების გამო შეჩერდა". - ამბობს მამათელაშვილი.

რსებული პრაქტიკა, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს ენერგოსექტორში მდგომარეობის გამოსწორებას და ფონს გასვლას, არ ამართლებს. ფაქტია, რომ ახალი ჰესების მშენებლობა თითქმის ყოველთვის პრობლემებით და გაურკვევლობითაა მოცული. ოცა ერთი მიდგომა არ ამართლებს, საჭიროა მიდგომის შეცვლა ან ალტერნატიულ გზებზე ფიქრი.

ელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროცესის გამჭირვალობა, დაინტერესებულ თუ მოწინააღმდეგე სუბიექტებთან კომუნიკაციის ხარისხი და პროექტებთან დაკავშირებული რისკების გათვლა. სახელმწიფომ მოსახლეობასთან დიალოგს უნდა მიმართოს და არა საპოლიციო ძალის გამოყენებას ადგილობრივების პროტესტის  ჩასახშობად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ელექტროდამოუკიდებლობა მხოლოდ იდეად დარჩება.

ლექტროენერგიის მზარდი მოხმარების დასაბალანსებლად აქართველოს წარმოების ახალი წყაროები აუცილებლად დასჭირდება. რაეფექტური დიდი ჰესების მაგივრად, განახლებადი ენერგიის განვითარებასთან ერთად, შეგვიძლია, მინიატურულ ატომურ ელექტროსადგურებზე, ქსელის განვითარებასა და თანმხლებ პრობლემებზეც ვიფიქროთ. ხვაგვარად საქართველოს ელექტროდამოუკიდებლობის მიღწევა და ეკონომიკური განვითარება გაუჭირდება.

კომენტარები