პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: აშშ-ში მუდმივად 2 პარტიაა პარლამენტში, ტირანიაზე იქ არავინ საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატები ზუსტად იმით ხასიათდება, რომ იქ მუდმივად ორი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი პარლამენტში და ეს არის ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ტირანიაზე იქ არავინ არ საუბრობს, ბუნებრივია. მუდმივად ერთმანეთს ცვლიან დემოკრატები და რესპუბლიკელები, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი სისტემა. ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ამერიკული დემოკრატიული სისტემის სტაბილურობისა, არის სწორედ ეს ორპარტიული სისტემა, რომელიც საარჩევნო სისტემის წყალობითაა წარმოდგენილი. ესეც არგუმენტია. როდესაც კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობს, რომ ტირანიას ნიშნავს ორპარტიული მოცემულობა, ორპარტიული მოცემულობა გვხვდება არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებია ამის საუკეთესო მაგალითი და ეს მოცემულობა შეგნებულად შეიქმნა ორ საუკუნეზე მეტის წინ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები