ხვალ, 6 ნოემბერს, ოპოზიციის აქციის პარალელურად ორკები შეკრებას გეგმავენ. ამის შესახებ ტვ პირველთან პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელმა კოკა მორგოშიამ ისაუბრა.
მისივე თქმით, შეკრებასთან დაკავშირებით მხარდამჭერებთან მათ კომუნიკაცია უკვე რამდენიმე დღეა აქვთ. მორგოშია ამბობს, რომ რამდენიმე ათასი კაცის მობილიზება იგეგმება.
"ნაციონალები აპირებენ ხალხის საკმაოდ დიდი მასის მობილიზებას და აპირებენ სხვადასხვა პროვოკაციას, ისეთებს, როგორიცაა ადმინისტრაციული შენობების დაკავება და შტურმი. ჩვენ, უბრალოდ, ვიქნებით მობილიზებულები, რამდენიმე დღეა უკვე გვაქვს კომუნიკაცია, რამდენიმე ათასი კაცია, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში დათქმულ ადგილას გაჩნდება.
ხვალინდელ აქციას მართავს ენმ და მათ უნდა ჰკითხოთ აგრესია იქნება, თუ რაც იქნება. 5 ივლისს რაც მოხდა ნაციონალური მოზღაობის და იმ 15 პოლიტიკური ძალის და მათ შორის მედიის დანაშაულია". – ამბობს მორგოშია.
ხვალ, 6 ნოემბერს, ოპოზიცია თბილისში, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, ასევე ბათუმში აქციებს გამართავს.