ქართული ოცნება 2021

TI: ქართული ოცნების შემომწირველებმა 155 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში სულ 23 მილიონი ლარის პოლიტიკური შემოწირულობა გაიცა. 

თანხის 71%, ანუ 16.5 მილიონი ლარი მმართველ პარტიაზე, ქართულ ოცნებაზე მოდის. მეორე ადგილს 2.3 მილიონით ლელო იკავებს, მესამეს კი – 2.2 მილიონი ლარით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

TI-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების შემომწირველმა ფიზიკურმა პირებმა და კომპანიებმა 2021 წელს ჯამში 155 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. 

"პოლიტიკური კორუფციის განსაკუთრებით მაღალი რისკები, ბუნებრივია, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებებს უფრო ახლავს თან, ვინაიდან სწორედ ხელისუფლებას აქვს იმის ბერკეტი, რომ გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ გაურიგდეს პოტენციურ შემომწირველს". – წერია ანგარიშში. 

წყარო: TI

 

 
 

კომენტარები