ქართული ოცნება 2021

კალაძე: არამხოლოდ თბილისის ქუჩებიდან, ცნობიერებიდანაც ქრება რიგი პრობლემების აქტუალობა

2017 წელს, როდესაც მე და ჩემი გუნდი ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი ქალაქი არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. გვქონდა უამრავი, ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა. იქნებოდა ეს სოციალური, გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ურბანული და სხვა.

დღეს ამაყი ვარ რომ არათუ მხოლოდ თბილისის ქუჩებიდან, არამედ ჩვენი ცნობიერებიდანაც ქრება მთელი რიგი საკითხების აქტუალობა, რომლის მოგვარებასაც თბილისის მოსახლეობას 4 წლის წინ შევპირდით. 

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე. ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

კომენტარები