მიხეილ სააკაშვილის დაკავება

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი ექსპრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. 

"ჩვენს სახელმწიფო მტერზე, რუსეთზე მეტად ვის უხარია კიდევ მიშა სააკაშვილის ციხეში ყოფნა? პასუხი არის მარტივი - ეს არის ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი. ოფიციალური მოსკოვის გარდა ვინ ხარობს იმით, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობს? პასუხი მარტივია - ღარიბაშვილი, კალაძე, კოლექტიური ვოლსკები და ეს ადამიანები. 

განსხვავებულად მოფიქრალ ადამიანებს მინდა მოგმართოთ, ანწუხელიძის მწამებლების აზრზე როგორ შეიძლება იყოთ?! ან ტატუნაშვილის მკვლელების პოზიციაზე იყოთ?! მივმართავ ქართული ოცნების მომხრეების იმ ნაწილს, ვისაც შესაძლოა ეს მართლა უხარია". - ამბობს ენმ-ს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 24-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები