ქართული ოცნების ხმების პარალელური დათვლით, პარტიამ უბნების 16.83% დაითვალა, საიდანაც, მათი ცნობით, 52.57% აქვთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 29.16%, საქართველოსთვის კი - 5.81%.
ასევე, ქართული ოცნების PVT-ის მიხედვით:
- ლელო - 2.29%
- ევროპული საქართველო - 1.89%
- პატრიოტთა ალიანსი - 1.59%
- მესამე ძალა - 1.45%
- ლეიბორისტული პარტია - 1.37%
- გირჩი-მეტი თავისუფლება - 0.64%
- გირჩი - 0.62%
საარჩევნო უბნების 20:00 საათზე დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა. პარალელურად, სამმა ტელევიზიამ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა - Ipsos-ისა (მთავარი) და Edison Research-ის (ფორმულა) ეგზიტპოლებით, თბილისში მეორე ტური ინიშნება, გორბის (იმედი) ეგზიტპოლით კი კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო.
Edison Research-ს (ფორმულას) 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, კახა კალაძეს 44% აქვს, ნიკა მელიას – 40%. IPSOS-ის (მთავარი არხის) 20:00-საათიანი მიხედვით, კალაძეს 40.5% აქვს, მელიას – 39.9%. რაც შეეხება GORBI-ის (იმედის) 18:00-საათიან ეგზიტპოლებს, კახა კალაძეს 51.3% აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ნიკა მელიას კი – 34.6%.
Edison Research-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები პროპორციულ ნაწილში იგივე დარჩა, რაც 18:00-ზე იყო. 20:00 საათის მონაცემებით, პარტიების შედეგები საქართველოს მასშტაბით ასე გადანაწილდა - ქართული ოცნება - 46%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 33%, საქართველოსთვის - 6%, ევროპული საქართველო - 2%, ლელო - 2%, გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%
ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით IPSOS-ის მიერ თბილისში ჩატარებული (20:00) ეგზიტპოლის მიხედვით, ოცნებამ ხმების 38.5% მიიღო, ენმ-მ - 31.9%, საქართველოსთვის - 7.7%, გირჩი-მეტი თავისუფლება - 4.8%, ლელო - 3.7%
კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების(18:00) მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 47.6% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27.1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 6.8%. ეს 18:00-ის მონაცემებია.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021