არჩევნები 2021

ბუჩუკური: ეგზიტპოლი ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელია – ოფიციალურ შედეგებს დაველოდებით

ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, მართალი გითხრათ ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი პარტიისთვის ეგზიტპოლები არის ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რაც  დარწმუნებული ვარ საზოგადოებამ იცის და თქვენც იცით: ჩვენი მხარდამჭერების მისამართით თვეების განმავლობაში არის უპრეცენდენტო სისტემური ზეწოლის და დაშინების ფაქტები, ადამიანებს სურათის გადაღებაც კი ერიდებათ და ბუნებრივია, რომ ისინი თავიანთ გაკეთებულ არჩევანს არ დააფიქსირებენ. ეს მთავარი მიზეზი და მეორე - სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩვევიათ ხოლმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ეგზიტპოლების შედეგების გამოყენება. ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ შედეგებს ცესკოს მხრიდან.

ამბობს პარტია საქართველოსთვის წევრი, ანა ბუჩუკური. სამმა ტელევიზიამ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა Ipsos-ისა (მთავარი) და Edison Research-ის (ფორმულა) ეგზიტპოლებით, თბილისში მეორე ტური ინიშნება, გორბის (იმედი) ეგზიტპოლით კი კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო.  

კომენტარები