ბრიტნი სპირსი

დამიბრუნეთ ცხოვრება! – ბრიტნი სპირსის ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა

სტრიმინგის სერვისმა Netflix ბრიტნი სპირსის მეურვეობის შესახებ გადარებული ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა. 

Britney vs Spears ასე ქვია ყველაზე გახმაურებული მეურვეობის საქმის შესახებ გადაღებულ მომავალ დოკუმენტურ ფილმს. სურათში გამოჩნდება იშვიათი იურიდიული დოკუმენტაცია, რომელსაც პროფესიონალი იურისტები გაარჩევენ. ფილმში ასევე მომღერლის უახლოესი წრის წარმომადგენლების ინტერვიუებიც იქნება. ტრეილერს გასდევს ამონარიდი სპირსის გამოსვლიდან წლევანდელ სასამართლო პროცესზე. 

27 წლის ბრიტნი სპირსზე მეურვეობა მამამისმა 2008 წელს სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი სპირსის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას დღემდე მამა განაგებს. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი. მამისგან თავის დახსნა პირველად პოპშემსრულებელმა 2014, ხოლო მეორედ 2020 წელს სცადა წელს სცადა. არც ერთი საჩივარი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მომღერალს არ დაუკმაყოფილეს, რასაც საზოგადოების და მედიის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

"ტრავმირებული, შოკირებული, დაღლილი და საშინლად გაბრაზებული ვარ, თითქმის არ მძინავს. უბრალოდ, მინდა, დავიბრუნო ძველი ცხოვრება. მინდა, დასრულდეს მეურვეობა. მე ამას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი". – ამ სიტყვებით მიმართა ბრიტნი სპირსმა სასამართლოს, რომელმაც საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

7 სექტემბერს ჯეიმი სპირსმა სასამართლოში მეურვეობის დასრულების საბუთები შეიტანა. 28 სექტემბერს დოკუმენტური ფილმი Netflix-ზე გამოვა, 29 სექტემბერს სასამართლო ბრიტნი სპირსის მეურვეობის საქმეს ხელახლა განიხილავს.

პოპულარული მუსიკოსის შესახებ ეს რიგით მეორე დოკუმენტური ნამუშევარია, წლის დასაწყისში Hulu-მ დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears გამოუშვა, რომელმაც მომღერლის პრობლემები საზოგადოების ფართო მასებამდე მიიტანა.

 

კომენტარები