ბრიტნი სპირსი

ყოფილი ქმარი ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლის მცდელობის შემდეგ პოლიციამ დააკავა

EW

9 ივნისს ბრიტნი სპირსმა და სემ ასგჰარიმ იქორწინეს. ცერემონიას არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის მადონა და პერის ჰილტონი დაესწრო. ქორწილის ჩაშლა სცადა მომღერლის პირველმა ქმარმა, ჯეისონ ალექსანდერმა.

საქორწინო ცერემონიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდერი ყოფილი ცოლის სახლთან მივიდა. დაცვამ ალექსანდერი ტერიტორიაზე არ შეუშვა და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა ეკიპაჟმა მომღერლის ყოფილი ქმარი, ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე შესვლისთვის დააკავა. 

"ის დაკავებულია. დიდი მადლობა ვენტურას პოლიციის დეპარტამენტს სწრაფი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის. იმედი მაქვს ალექსანდერი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება". – ამბობს სპირსის ადვოკატი მეთიუ როზენგარტი.

მოგვიანებით გამოცემა TMZ-მ ალექსანდერის მიერ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

"ბრიტნიმ დამპატიჟა. მე მისი ქმარი ვარ, ერთადერთი ქმარი. აქ ქორწილის ჩასაშლელად ვარ მოსული". – ამბობს ვიდეოში ალექსანდერი.

სპირსმა და ალექსანდრმა 2004 წელს იქროწინეს, თუმცა საქორწინო ხელშეკრულება 55 საათში სპირსის დედის ჩარევით გაუქმდა. იმავე წელს მომღერალმა კევინ ფედერლაინზე იქორწინა, მათი ურთიერთობა 3 წელს გაგრძელდა, სპირსს მეორე ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

კომენტარები