ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსმა და სემ ასგჰარიმ იქორწინეს

Fox News

ბრიტნი სპირსმა და სემ ასგჰარიმ იქორწინეს. წყვილმა დახურული ცერემონია ახლო ადამიანების წრეში გადაიხადა.

ქორწინებას არ დაესწრნენ სპირსის უფროსი შვილები პირველი ქორწინებიდან შონ პრესტონ და ჯეიდენ ჯეიმს ფედერლაინები. 

"კევინი(კევინ ფედერლაინი, ბრიტნი სპირსის პირველი ქმარი) და ბიჭები მოხარულები არიან ბრიტნის გამო და წყვილს საუკეთესო მომავალს უსურვებენ". – ამბობს კევინ ფედერლაინის ადვოკატი მარკ ვინსენტ კაპლანი. 

სპირსს ცერემონიაზე დონატელა ვერსაჩეს კაბა ეცვა. მომღერალი ალტართან ელვის პრესლის სიმღერის, Can't Help Falling in Love ფონზე მივიდა.

ცერემონიას ესწრებოდნენ მადონა, პერის ჰილტონი, სელენა გომესი, ქეით ჰადსონი, გვინეთ პელტროუ და სხვა ცნობილი ადამიანები.

ასგჰარიმ და სპირსმა ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს. 2021 წელს წყვილი დაინიშნა.

40 წლის სპირსისთვის ეს მესამე ქორწინებაა. 2004 წელს მომღერალმა ბავშვობის მეგობარზე, ჯეისონ ალექსანდერზე იქორწინა, თუმცა საქორწინო ხელშეკრულება 55 საათში, სპირსის დედის მოთხოვნით გაუქმდა. 10 თვეში სპირსმა მეორედ, კევინ ფედერლაინზე იქორწინა. მათმა ურთიერთობამ 3 წელს გასტანა. 

კომენტარები