ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი: სახლში გვიან მისვლის გამო დედამ სილა გამარტყა

BBC

ბრიტნი სპირსმა რამდენიმე წლის წინ მომხდარი უსიამოვნო ამბავი გაიხსენა. პოპ მომღერლის თქმით დედამისმა, ლინ სპირსმა სახლში გვიან მისვლის გამო ხელი გაარტყა.

"ცხოვრებაში არავისთვის სილა არ გამირტყამს. ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ გავიგო როგორი შეგრძნებაა... ვხუმრობ!!! ერთ ღამეს, როდესაც პერისმა(პერის ჰილტონი) და ლინდსიმ(ლინდსი ლოჰანი) სანაპიროს სახლთან, შვილებთან დამტოვეს, პირველად სწორედ იქ მომხვდა სილა. კევინს(კევინ ფედერლაინი, სპირსის ყოფილი ქმარი) უკვე მიტოვებული ვყავდი, სანაპიროს სახლში დედაჩემთან დავტოვე ჯეიდენი და პრესტონი(სპირსის შვილები)... დიახ, ღამის 4 საათამდე წვეულებაზე ვიყავი და დედაჩემი გაცეცხლებული დამხვდა. მან შემანჯღრია და ისე ძლიერად გამარტყა ხელი, რომ არასდროს დამავიწყდება. პ.ს. მას შემდეგ სულ მაინტერესებს, როგორია სილა გაარტყა სხვა ადამიანს, მაგრამ ალბათ ვერასდროს გავიგებ რა შეგრძნებაა". – წერია მომღერლის მიერ გამოქვეყნებული პოსტში, რომელიც ამ დროისთვის წაშლილია.

სპირსის თქმით 13-წლიანი მეურვეობის იდეა სწორედ დედის, ლინ სპირსის იდეა იყო. 27 წლის ბრიტნი სპირსზე მეურვეობა მამამისმა 2008 წელს სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი სპირსის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას 2021 წლის ოქტომბრამდე მამა განაგებდა. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი. მამისგან თავის დახსნა პირველად პოპშემსრულებელმა 2014, ხოლო მეორედ 2020 წელს სცადა წელს სცადა. არც ერთი საჩივარი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მომღერალს არ დაუკმაყოფილეს, რასაც საზოგადოების და მედიის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

კომენტარები