ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი ვიდეოში დანებს ატრიალებდა, რის გამოც მომღერალთან პოლიცია მივიდა – [VIDEO]

27 სექტემბერს ბრიტნი სპირსმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ბენდ Enigma-ს მუსიკის ფონზე ორი დანით შეიარაღებული ცეკვავს.

იმავე დღეს მომღერლის სახლთან პოლიცია მივიდა. ლოს-ანჯელესის დეპარტამენტის განცხადებით მათ სპირსის ახლობლები დაუკავშირდნენ.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს სპირსის დაცვის უფროსმა დაუდასტურა, რომ მომღერალს საფრთხე არ ემუქრებოდა, ამის შემდეგ პოლიციამ ადგილი დატოვა.

მოგვიანებით მუსიკოსმა ვიდეო წაშალა და ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის აღწერილობაშიც დაწერა, რომ დანები ნამდვილი არ არის.

კომენტარები