რუსეთი

რუსეთის დუმის არჩევნებზე პუტინის მხარდამჭერი, მმართველი პარტია იმარჯვებს

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან ხმებს კაზანსკის რკინიგზის ტერმანალის საარჩევნო უბანზე
Reuters

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი, მმართველი პარტია ერთიანი რუსეთი ლიდერობს. პარტიამ ხმების 48.46% მოიპოვა.

სახელმწიფო დუმის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, 225 დეპუტატი პარტიული სიით აირჩევა, ხოლო 225 - მაჟორიტარული სისტემით, ერთმანდატიანი ოლქიდან.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დათვლილია ხმების 70.20%, მიმდინარე შედეგებით, ერთიანმა რუსეთმა ხმების 48.46% მოიპოვა, მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია გავიდა 20.29%-იანი მხარდაჭერით. რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 7.69% მოიპოვა, სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისთვის – 7.43%. სავარაუდოდ, დუმაში ასევე პირველად შევა პარტია ახალი ხალხი, რომელსაც ამ დროისთვის ხმების 5.5% აქვს მოპოვებული.

მაჟორიტარული სისტემით ერთიანი რუსეთი დუმაში 196 ადგილს მიღებს, 14 ოლქში ლიბერალურ დემოკრატიულმა პარტია ლიდერობს, 7-ში პარტია სამართლაინი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისთვის.

ხმის დათვლის პროცესი გრძელდება. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდინარე შედეგები არ ითვალისწინებს ქვეყნის 6 რეგიონსა და დედაქალაქ მოსკოვში ონლაინ-ხმის მიცემის შედეგებს.

არჩევნების პარალელურად ოპოზიციონერი აქტივისტები ზეწოლასა და დარღვევებზე საუბრობდნენ. ხმის მიცემა პარასკევს, 16 სექტემბერს დაიწყო და კვირას 19 სექტემბერს დასრულდა. არჩევნების სამ დღის განმავლობაში ჩატარების ოფიციალური მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ გახანგრძლივებული არჩევნებში გამჭვირვალობა ნაკლებობა.

კომენტარები