რუსეთი

2007 წლის შემდეგ პირველად, რამზან კადიროვი პუტინის პარტიის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი
Grozny.tv

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი 2007 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის (Единая Россия) ჩეჩნეთის რეგიონულ საარჩევნო სიაში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის არის წარდგენილი ვერ მოხვდა.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კადიროვი 28 ივნისს მოსკოვში გამართულ "ერთიანი რუსეთის" ყრილობას არ დაესწრო, სადაც პარტიის დელეგატებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმართა.

ჩეჩნეთის რეგიონის პარტიულ სიაში მოქმედი დეპუტატები შამსაილ სარალიევი, რუსლან ლეჩხადჟიევი, ახმედ დოგაევი, ასევე ჩეჩნეთის პრემიერმინისტრი მაგომედ დაუდოვი, პირველი ვიცეპრემიერი ისა თუმხადჟიევი და კადიროვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გალას ტაიმასხანოვი შედიან.

2007 წლიდან კადიროვი რუსეთის ყველა საპარლამენტო არჩევნებზე მუდმივად ხელმძღვანელობდა ერთიანი რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონულ სიას, თუმცა არჩევნების შემდეგ ის ფედერალური პარლამენტის დეპუტატის მანდატს არასდროს იღებდა. ეს რუსეთის პოლიტიკაში გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც პოპულარულ რეგიონულ ლიდერებს პარტიული სიის სათავეში აყენებენ, რათა არჩევნებში მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ, ხოლო გამარჯვების შემდეგ ისინი მანდატზე უარს აცხადებენ.

კომენტარები