ვორონეჟის ოლქის როსსოშანსკის რაიონულმა სასამართლომ დააპატიმრა უკრაინის წინააღდეგ ომის ვეტერანი ალექსანდრ ლუნინი. მის წინააღმდეგ საქმე ექსტრემისტული ან ნაცისტური სიმბოლიკის დემონსტრაციის მუხლით აღიძრა.
ლუნინის თავისუფლების 11 დღით აღკვეთის ცნობა 27 ივნისს გავრცელდა. არ იყო დაზუსტებული დაკავების მიზეზი. მის საქმეზე ცნობები მხოლოდ ორი დღის შემდეგ, 29 ივნისს, გავრცელდა.
ლუნინი ძველ ვიდეოებში თავს ნეოწარმართად აცხადებდა. ამას გარდა, მის რამდენიმე პოსტში ჩანდა ნაცისტური სიმბოლიკა: სვასტიკა და ე.წ. შავი მზე. მისი დაკავების საბაბი სწორედ ეს ფოტოები გახდა.
ლუნინმა გასულ დღეებში გამოაქვეყნა მიმართვები ვლადიმირ პუტინის მიმართ. ერთ-ერთ ვიდეოში ის სამხედრო ამბოხებით იმუქრებოდა, თუ პუტინის პირდაპირ ეთერში არ შეხვდებოდა, რათა მისთვის მოეყოლა "ყველა სიმართლე, რაც ქვეყანაში ხდება". მხოლოდ ერთ ღამეში ამ ჩანაწერმა 10 მილიონ ნახვას მიაღწია. სამი დღის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, შემდეგ კი ადმინისტრაციული მუხლით დააკკავეს. კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობდა, რომ მიმართვა ნანახი ჯერ არ ჰქონდათ, თუმცა მასში "საკმაოდ უცნაური ფორმულირებები" იყო.




