რუსეთი

რუსეთში დუმის არჩევნების ბოლო დღეს ოპოზიცია ზეწოლასა და დარღვევებზე საუბრობს

რუსეთში პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის არჩევნების მესამე დღეა. ოპოზიციონერი აქტივისტები ონლაინ პლატფორმებზე მათი ხმის ჩახშობაზე, ზეწოლასა და დარღვევებზე საუბრობენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დარღვევებზე, მათ შორის ამომრჩევლებზე ზეწოლასა და საარჩევნო ბიულეტენების გაყალბებაზე საჩივრები საზღვარგარეთიდან კარგად დაფინანსებული კამპანიის ნაწილია.

მოქალაქეები დუმის 450 დეპუტატს ირჩევენ. არჩევნებში 14 პარტია მონაწილეობს. მოსალოდნელია, რომ არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი პარტია ერთიანი რუსეთი გაიმარჯვებს. ერთიანი რუსეთი დუმაში მანდატების სამ მესამედს ფლობდა. ამ უმრავლესობის საშუალებით რუსეთის პარლამენტმა გასულ წელს ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები გაატარა, რომლებმაც ვლადიმირ პუტინს 2024 წლის შემდეგ კიდევ ორი ვადითი პრეზიდენტობის საშუალება მისცა. 

ხმის მიცემა პარასკევს, 16 სექტემბერს დაიწყო და კვირას 19 სექტემბერს დასრულდება. არჩევნების სამ დღის განმავლობაში ჩატარების ოფიციალური მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ გახანგრძლივებული არჩევნებში გამჭვირვალობა ნაკლებობა.

აღსანიშნავია, რომ 1993 წლის შემდეგ პირველად რუსეთში არჩევნებს არ ესწრებიან ეუთოს დამკვირვებლები. ამის მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვებია.

არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა ბევრ ოპოზიციონერ კანდიდატსა და აქტივისტს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებსა და მის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ პირებს. ნავალნის ორგანიზაციები ექსტრემისტულად გამოცხადდა, რის გამოც მათთან დაკავშირებულ მოქალქეებს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ.

დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის გოლოსის ინფორმაციით, მათ არჩევნებზე 2 750 დარღვევა აღრიცხეს. ორგანიზაცია რუსეთში უცხოეთის აგენტად არის გამოცხადებული. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მათ ხმის მიცემაზე იძულების მხოლოდ 137 შემთხვევა აღრიცხეს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე Apple-მა Google-მა თავიანთი ონლაინ მაღაზიებიდან წაშალეს ალექსეი ნავალნის გუნდის მიერ შემუშავებული პროექტის ჭკვიანი კენჭისყრის აპლიკაცია. გარდა ამისა, რუსეთში მედიის მონიტორინგის სამსახური როსკომნადზორი რამდენიმე კვირაა ბლოკავს ჭკვიანი კენჭისყრის საიტზე რუსეთიდან წვდომას. 

გარდა ამისა რუსეთში სხვადასხვა ოპერატორებმა Google Docs-ის სერვისის დაბლოკვა დაიწყეს, სავარაუდოდ, ბლოკირება დაკავშირებულია ჭკვიანი კენჭისყრის სიების Google დოკუმენტებში გამოქვეყნებასთან.

ჭკვიანი კენჭისყრა ალექსეი ნავალნის შტაბის მიერ შემუშავებული ხმის მიცემის სტრატეგიაა. ეს სტრატეგია სთავაზობს ყველას, ვისაც არ უნდა, მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთს მხარი დაუჭიროს, ხმა მისცეს ყველაზე ძლიერ კანდიდატს სხვა პარტიიდან. ასეთ კანდიდატს ნავალნის შტაბი ადგენს. როგორც წესი, ეს იმ პარტიის წარმომადგენელია, რომლის კანდიდატმაც წინა არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა ამა თუ იმ ოლქში.

პროექტი ჭკვიანი კენჭისყრა 2018 წელს დაიწყო. მალევე როსკომნადზორმა პროექტის საიტი პერსონალური ინფორმაციის შესახებ უფლებების დამრღვევთა რეესტრში დაამატა.

კომენტარები