არჩევნები 2021

კობახიძე: გახარიას რომ ჩაებარებინა ნარკოტესტი დღესვე, ხვალვე, ამით მოხსნიდა ყველა კითხვას

ეს არის აბსოლუტრად ჯანსაღი მოვლენა და ამ ჯანსაღ მოვლენას, ალბათ, სჭირდებოდა ჯანსაღი რეაქციაც. სხვათა შორის, რამდენიმე კანდიდატმა თავიდანვე თქვა, რომ დაუყოვნებლივ ჩააბარებდნენ ნარკოტესტს, რაც იყო აბსოლუტრად ჩვეულებრივი პასუხი ამ ინიციატივაზე. [...] რატომ გახდა ეს ასეთი, მართლა საინტერესოა, თან გუშინ რაღაც იყო, კოკაინზე ტესტიო, კოკაინზე ტესტი საერთოდ არ იყო ნახსენები, აბსოლუტრად გაუგებარია, მაგრამ  აქ არის მარტივ რაღაცაზე საუბარი – მოწოდებაა კახი კალაძის, რომ მერობის ყველა კანდიდატმა ჩააბაროს ნარკოტესტი. არავითარი სამართლებრივი ვალდებულება აქ არა არის, მაგრამ აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა იქნებოდა, რომ ყველას დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ეს ტესტი. მით უმეტეს, რომ ტესტის ჩაბარების დაყოვნება ნიშნავს იმას, რომ, შეიძლება, თავი აირიდო დადებითი პასუხისგან, ხომ? აქედან გამომდინარე, ჯანსაღი პოზიცია რომ ჰქონოდა ამ შემთხვევაში გახარიას და წასულიყო დღესვე, ხვალვე, ზეგ ნარკოტესტის ჩასაბარებლად, ამით მოხსნიდა ყველა კითხვას, მაგრამ რატომღაც მან სხვა გზა აირჩია.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 5 სექტემბერს თბილისში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა, 6 სექტემბერს კი კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა

კომენტარები